Accentnews.ge
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ალიევმა და პუტინმა ისაუბრეს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ალიევმა და პუტინმა ისაუბრეს

19/05/2021 17:37:02 კავკასია

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე განაგრძობს შუამავლობას და კონსულტაციებს გაუწევს მხარეებს, კერძოდ კი, საზღვარზე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ლიდერები თანხმდებიან, რომ ვითარების დასტაბილურება პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით უნდა მოხდეს.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს მთიან ყარაბაღში ვითარებასთან დაკავშირებით და 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმების განხორციელების დეტალებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S