Accentnews.ge
მასშტაბური სპეცოპერაცია უკრაინაში, დაკავებულთა შორის ქართველი „კანონიერი ქურდიცაა“

მასშტაბური სპეცოპერაცია უკრაინაში, დაკავებულთა შორის ქართველი „კანონიერი ქურდიცაა“

20/05/2021 06:42:05 სამართალი

უკრაინელმა სამართალდამცველებმა კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც მედია წერს, დაკავებულია რამდენიმე კრიმინალური "ავტორიტეტი", მათ შორის, ქართველი "კანონიერი ქურდი" ლაშა ჯაჭვლიანი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში "ლაშა სვანის" მეტსახელით იცნობენ.

მედია უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ: ბოლო წლებში უკრაინის ერთდროულად რამდენიმე ოლქში აკონტროლებდა კრიმინალურ ქსელს, მათ შორის, დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, მიკოლაივში, ზაპორიჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.

ლაშა ჯაჭვლიანის აყვანის სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S