კარლ ჰარცელი: "თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისკუსიები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ არის"

20-05-2021 12:10:14 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, თამარ ჟვანიას თანამდებობაზე (ცესკო–ს თავმჯდომარე) დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი.

„გუშინდელ შეთანხმებაზე ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს, პაკეტის ირგვლივ მხარეებს შორის ფართო კონსენსუსია მიღწეული. ვიმედოვნებ, ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით. ახლა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რათა კანონპროექტი შემოწმდეს და გაიცეს რეკომენდაციები პროცესის დასრულებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი გამოიყურება იმედისმომცემად. იყო დისკუსიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დისიკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი. დისკუსიების გაგრძელება დამოკიდებულია პარტიებზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები