Accentnews.ge
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

20/05/2021 10:36:28 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თუშეთისკენ მიმავალი გზა, ყოველწლიურად შემოდგომაზე იკეტება და გვიან გაზაფხულზე იხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S