Accentnews.ge
ოჯახური ძალადობის ფაქტზე პასუხისგებაში ქმარი და დედამთილი მისცეს

ოჯახური ძალადობის ფაქტზე პასუხისგებაში ქმარი და დედამთილი მისცეს

15/05/2019 10:17:43 სხვა, სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისთვის მისი მეუღლე  – 44 წლის გ.ჯ. დააკავა, დედამთილს  – 61 წლის ე.შ.–ს კი ბრალი წარედგინა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს ქმარმა 33 წლის ქალზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

გამოძიებამ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოკვეთა დაზარალებულის დედამთილის მხრიდანაც.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S