ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა, არიან დაშავებულები
20/05/2021 20:22:18 სამართალი
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოავარია მოხდა, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო:“ფორმულა”


