საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს
21/05/2021 06:02:08 სამართალი
საბერძნეთის ქალაქ ატიკში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს,- ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ათენის პროკურატურის დადგენილებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 12 მაისს დააკავეს. მათ ბრალად ქურდობა ედებათ.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტი ქალაქ ატიკში, 18 სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა, რა დროსაც დაჯგუფებამ ძვირადღირებული ტექნიკა (კომპიუტერები და ტელეფონები), საიუველირო ნაკეთობები და საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ასევე 6 220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილი ამოიღეს. საერთო ჯამში მოპარული ნივთების ღირებულებამ 190 000-მდე ევრო შეადგინა.
ბერძნული მედია წერს, რომ დაკავებულებს შორის 3 ქართველი ქალია. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ვინაობაც გაასაჯაროვა.


