Accentnews.ge
ალიევმა ბაქოსა და ერევანს შორის სავაჭრო ურთიერთობების პირობა დაასახელა

ალიევმა ბაქოსა და ერევანს შორის სავაჭრო ურთიერთობების პირობა დაასახელა

21/05/2021 08:05:46 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო ერევანთან სავაჭრო ურთიერთობების განსახორციელებლად მზად არის, მაგრამ ამისთვის აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის საზღვრები უნდა აღიარონ. ამ კონტექსტში ალიევმა, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების აუცილებლობა ახსენა.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან თავისუფალი ვაჭრობისთვის მზად ვართ, მაგრამ ბაქო-ერევანს შორის საზღვრების ორმხრივი აღიარების გარეშე, ეს ვერ მოხდება. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების აღიარებისთვის. საპასუხოდ ოფიციალურმა ერევანმაც იგივე უნდა გააკეთოს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების კუთხით. ასე რომ, ველით სომხეთის მხრიდან კონკრეტულ მოქმედებებს“, – განაცხადა ალიევმა ონლაინდისკუსიაზე სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია: რეგიონალური განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S