Accentnews.ge
ოკუპირებული ცხინვალიდან სირიაში „საერთაშორისო დამკვირვებლები“ მიემგზავრებიან

ოკუპირებული ცხინვალიდან სირიაში „საერთაშორისო დამკვირვებლები“ მიემგზავრებიან

21/05/2021 08:24:51 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლები სირიაში „საერთაშორისო დამკვირვებლების“ სტატუსით მიემგზავრებიან და საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან.

როგორც ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, 6-წევრიან დელეგაციაში არიან ადგილობრივი პარლამენტის, შსს-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ჯგუფი სირიაში 22 მაისს გაემგზავრება.

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 26 მაისს ჩატარდება, სამი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, ბაშარ ასადი.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა საქართველოს ორი რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

ორიოდ დღის წინ სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S