თბილისში ყაზახი მსახიობი გარდაიცვალა
21/05/2021 09:59:02 სამართალი
ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი 55 წლის ასაკში საქართველოში გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება.
ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, აბდრაიმოვი გარდაიცვალა ღამის 02:00 საათზე, თბილისში, სასტუმროში.
მსახიობი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში 16 მაისიდან იმყოფებოდა.


