
სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ჩხუბი მოხდა, არიან დაშავებულები
21/05/2021 14:22:11 კავკასია
შავი ტბის მიდამოებში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, იუწყება "Armenia Today".
მისივე ცნობით, 10 სომეხი სამხედრო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებითაა ჰოსპიტალიზებული.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზად იქცა ვიდეორგოლები, რომლებიც სოცქსელების ჯერ - აზერბაიჯანულ, ხოლო შემდეგ სომხურ სეგმენტში გავრცელდა.
სომხეთის სამხედრო პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აძღრული.