Accentnews.ge
კრწანისის რაიონში 1 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი

კრწანისის რაიონში 1 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი

23/05/2021 10:07:04 სამართალი

კრწანისის რაიონში 1 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

2 დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 1 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის არამიანცის კლინიკაშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 376- ე მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S