ზუგდიდში ყაჩაღებმა პენსიონერი ქალი აწამეს და 80 ლარი გაიტაცეს
24/05/2021 07:18:31 სამართალი
სამეგრელოში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ზუგდიდში, დარასელიების ოჯახში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და პენსიონერი ქალი, რომელიც თავდასხმის დროს შინ მარტო იმყოფებოდა, აწამეს.
როგორც ადგილბრივები დაზარალებულზე დაყრდნობით ყვებიან, ყაჩაღები ძვირფასეულობას ითხოვდნენ, თუმცა ქალს მხოლოდ 80 ლარი აღმოაჩნდა.
შოკურ მდგომარეობაში მყოფი ნაწამები ქალი მეზობლებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
დაზარალებული ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
მედიკოსების განმარტებით, ქალს ნეკნების და მკერდის ძვლის მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნება.


