Accentnews.ge
ქობულიას მოსმენით უმრავლესობის მხოლოდ 3 დეპუტატი დაინტერესდა

ქობულიას მოსმენით უმრავლესობის მხოლოდ 3 დეპუტატი დაინტერესდა

15/05/2019 10:26:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მოხსენებით გამოდის. შეხვედრა ღია ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც ძირითადად ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან. ღონიძიებაზე მმართველი გუნდი მხოლოდ სამი დეპუტატით: ზაზა ხუციშვილით, ბიძინა გეგიძითა და შოთა შალელაშვილით არის წარმოდგენილი.

გიორგი ქობულიას ღია ფორმატში შეხვედრა დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა მას შემდეგ შესთავაზა, რაც მის საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლის შესახებ საკითხი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კენჭისყრაზე არ დააყენა.

როგორც დაანონსებული იყო, დეპუტატებს აინტერესებთ ქობულიას მინისტრობის პერიოდის შეფასება. ასევე იქნება კითხვა–პასუხი. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S