ევროპული საბჭო: „ვგმობთ რუსეთის პროვოკაციულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას“

25-05-2021 09:55:56 ევროპა

ევროპული საბჭო ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, ევროპულ საბჭოს ჰქონდა სტრატეგიული დებატები რუსეთთან დაკავშირებით.

„საბჭო გმობს რუსეთის უკანონო, პროვოკაციულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ევროკავშირის, მისი წევრების წინააღმდეგ და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ის ადასტურებს ევროკავშირის ერთიანობასა და სოლიდარობას ამგვარი ქმედებების წინაშე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი მხარდაჭერას“, – ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ევროპული საბჭო სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთს და მხარს უჭერს მის რეაგირებას.

საბჭო მიმართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას, 2021 წლის სამიტამდე წარადგინოს ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების პოლიტიკის ვარიანტებთან დაკავშირებით.

ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს თანამოაზრე-პარტნიორებთან კოორდინაციას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები