
ერევანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება
25/05/2021 14:56:50 კავკასია
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შეიარაღებული ინციდენტის შედეგად სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა,– იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 25 მაისს ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის არმიის პოზიციებს გეღარქუნიკის ოლქში.
ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა სომეხი ჯარისკაცი.
„უმცროსი სერჟანტი ხურშუდიანი სასიკვდილოდ დაიჭრა ორმხრივი სროლის დროს, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონში“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანი კი სომხეთის არმიის პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნას უარყოფს.
„სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოსდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის პოზიციებს გეღექუნიკის რაიონში და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ საპირისპირო მხარის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სომეხი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინციდენტი უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა. აზერბაიჯანული მხარეს მომხდარში არანაირი წვლილი არ მიუძღვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.