Accentnews.ge
უკრაინიდან 10 კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს, მათ შორის –  ქართველებიც

უკრაინიდან 10 კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს, მათ შორის –  ქართველებიც

26/05/2021 13:42:23 სამართალი

უკრაინამ ქვეყნიდან 10 კრიმინალური ავტორიტეტი გააძევა, მათ შორის ქართველებიც არიან.

როგორც უკრაინის პოლიციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აღნიშნულ პირებს ქვეყანაში შესვლის უფლება შეეზღუდებათ.

მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები აამოქმედა 668 დანაშაულებრივი ლიდერის წინააღმდეგ, სიაში მოხვდნენ როგორც უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნულ პირთა ნაწილმა უკრაინაში ბინადრობის ნებართვაზე უარი თქვა და ქვეყანა დატოვა, ნაწილი კი გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკაებულთა შორის იყო ქართველი "კანონიერი ქურდი" ლაშა ჯაჭვლიანი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში "ლაშა სვანის" მეტსახელით იცნობენ. მისი ბილის ჩხრეკისას „ქურდული სალაროს“ 3 მილიონზე მეტი აშშ დოლარი ამოიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S