Accentnews.ge
მედია: პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში "ბელავიას" ლაინერი არ შეუშვა

მედია: პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში "ბელავიას" ლაინერი არ შეუშვა

26/05/2021 14:06:01 მსოფლიო

პოლონეთმა თავის საჰაერო სივრცეში "ბელავიას" ლაინერი არ შეუშვა. თვითმფრინავმა, რომელიც მინსკი-ბარსელონას რეისს ასრულებდა, გარკვეული დროის განმავლობაში პოლონეთის საზღვართან წრეები არტყა, მერე კი უკან - მინსკის აეროპორტისკენ აიღო გეზი, - იუწყება "Радио Коммерсантъ".

მისივე ინფორმაციით, "პოლონეთის მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ჩანს, ბელარუსის ყველა მეზობელმა, რუსეთის გარდა, ბელარუსულ ავიაკომპანიებს თავისი საჰაერო სივრცეები დაუხურეს".

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადეს ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, უკრაინამ, შვედეთმა, საფრანგეთმა, ჩეხეთმა და ფინეთმაც.

მოგვიანებით პოლონეთის ავიარეგულატორმა "რია ნოვოსტის" ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ბორტის არდაშვების ფაქტი დაუდასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S