Accentnews.ge
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

27/05/2021 09:43:53 სამართალი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღევანდელ პროცესზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ. როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, პროკურატურამ დემონსტრაციულად დაარღვია შეთანხმება, რომ დასაკითხ მოწმეთა შესახებ ადვოკატების წინასწარ ინფორმირებას მოახდენდნენ. მისი თქმით, პროკურატურამ მათ ისევ არ შეატყობინათ, თუ რომელი მოწმეების გამოკითხვას აპირებდნენ პროცესზე.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ადვოკატებს ორი წელია საქმის მასალები აქვთ და შესაბამისად, ისინი საქმის მასალებს იცნობენ. მისი თქმით, პროცესის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე გახდა მათთვის ცნობილი, რომ მოწმეები სასამართლოში მოსვლას შეძლებდნენ.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ევროკავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ შეეცვალა. ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S