Accentnews.ge
მაიორი ლი მერსეკი: "აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში"

მაიორი ლი მერსეკი: "აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში"

27/05/2021 10:36:34 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

აშშ–ის საზღვაო ძალების მაიორი ლი მერსეკი საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითების თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას

„კავშირი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ქვეითებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის არსებობს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საზღვაო ქვეითების უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიაში", – აცხადებს მაიორი ლი მერსეკი.

​საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, გუშინ საქართველოს თავდაცვის ძალებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითები და ჯარისკაცები თავისუფლების მოედანზე მიიწვიეს, რათა მათთან ერთად მსვლელობაში მიეღოთ მონაწილეობა. აშშ-ის არმიას, განსაკუთრებით კი საზღვაო ქვეითებს საქართველოსთან ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. გასული 17 წლის განმავლობაში ისინი მხარდამხარ მონაწილეობდნენ წვრთნებსა და მრავალეროვნულ საბრძოლო მისიებში ერაყსა და ავღანეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S