Accentnews.ge
რით ხსნის მოსამართლე მელიასთვის პატიმრობის შეფარდებამდე პოლიტიკოსის დაკავებისთვის მზადებას

რით ხსნის მოსამართლე მელიასთვის პატიმრობის შეფარდებამდე პოლიტიკოსის დაკავებისთვის მზადებას

27/05/2021 15:00:59 პოლიტიკა, სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ენმ–ის თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდებამდე საპოლიციო ძალების მზადებით “თადარიგი დაიჭირა”.

“პროკურატურა და მმართველი პარტია თვლიდა, რომ გამომდინარე იქედან, რომ მელიამ დაარღვია გირაოს პირობები, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარდაუვალი შედეგი იყო პატიმრობის გამოყენება სასამართლოსგან. წინასწარ შეიძლება, პოლიტიკური გუნდი იჭერდა თადარიგს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რა ფორმით აღესრულებინა, რა ვადებში და საშუალებების გამოყენებით… ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარ განხორციელდა კომუნიკაცია სასამრთლოსთან... როდესაც არის პროგნოზირებადი, რომ მელიას მიმართ გამოყენებული იქნება პატიმრობა... პროგნოზირებადია შედეგი, რომ მოხდება პატიმრობის გამოყენება და რა გასაკვირია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თადარიგს იჭერდეს”, - ასე უპასუხა მოსამართლემ “ფორმულას” ეთერში კითხვას, თუ სასამართლო დამოუკიდებელია, რითი აიხსნებოდა მელიას დაპატიმრებამდე გადაწყვეტილების მიღებამდე დაკავებისთვის მზადება.

17 თებერვალს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებამდე ენმ–ის პარტიის ოფისთან რამდენიმე მეტრში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში საპოლიციო ძალების გადაადგილება შეიმჩნეოდა. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში კი სწორედ ამ დეპარტამენტის რამდენიმე ათეული თანამშრომელი “ნაციონალურ მოძრაობაში” ნიკა მელიას დასაპატიმრებლად მივიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S