თბილისში ტურისტის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს
27/05/2021 15:58:48 სამართალი
ტურისტის ცემისთვის თბილისში, მეიდანზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის დაცვის სამსახურის წევრი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ნაცემი ტურისტის კადრები გუშინ “ტვ პირველმა” გაავრცელა.


