რიონის ხეობაში აქციის რვა მონაწილე დააკავეს
27/05/2021 19:26:27 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანია დაკავებული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის მოხდა.
სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს, საღამოს ვიტარება მკვეთრად დაიძაბა. „რიონის ხეობის მცველები“ რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ და ჩაკეტილ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რკინის ჯებირების დაზიანებისთვის შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


