
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს 11 მაისამდელ პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს
27/05/2021 20:18:59 კავკასია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს მუწოდებს, დაუყოვნებლივ და მშვიდობიანად გადაჭრან ინციდენტი.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ოფიციალურ ბაქოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები:
"შევახსენებთ აზერბაიჯანს მის ვალდებულებებს, რომლებიც მას ნაკისრი აქვს ჰუმანიტარული სამართლით, რომ მოეპყროს ყველა დაკავებულს ადამიანურად“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის არადემარკირებულ ნაწილში ნებისმიერ გადაადგილებას პროვოკაციულად განიხილავს:
„ვეწინააღმდეგებით ძალის გამოყენებას საზღვრის დემარკაციისთვის და მოვუწოდეთ ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს, შეწყვიტონ არადემარკირებულ საზღვარზე სამხედრო გამაგრება და ნაღმების განთავსება. სპეციფიკურად მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ სომხეთს გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდე პოზიციებზე და მივესალმებით განცხადებებს, რომელშიც ამაზეა საუბარი. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის მიზნით მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა. აშშ-ში მზადყოფნას გამოთქვამს, დახმარება გაუწიონ მხარეებს ამ ძალისხმევაში".
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მოუწოდებენ მხარეებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირება მოხდეს.