Accentnews.ge
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

28/05/2021 05:27:38 სამართალი

პოლიციამ თბილისში დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მსვლელობისას მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ თანადამფუძნებელზე ფიზიკური ძალადობა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული - 1986 წელს დაბადებული ა.ქ. 25 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჰოლდინგის თანადამფუძნებელს, 1994 წელს დაბადებულ პ.გ.-ს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებულს სახეში დროშის ტარი ჩაარტყა.

შსს-ს მიერ 28 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს დააკავეს.

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა 25 მაისს აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ მის შვილს პაპუნა გულაშვილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც პოლიციას მიმართეს და ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც მიაწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S