
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს
28/05/2021 10:52:59 სამართალი
უკრაინაში კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პაატა ჩხარტიშვილი, მესახელად “პრინცია“.
გამოძიება მას ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობას ედავება.
ცნობისთვის: ბოლო დღეებში უკრაინის რამდენიმე ქალაქში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში არაერთი კრიმინალური “ავტორიტეტი“ დააპატიმრეს, მათ შორის, ქართველები. ნაწილს პატიმრობა შეეფარდა, ნაწილი ქვეყნიდან გააძევეს.