Accentnews.ge
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა სასამართლო დავა მოიგო

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა სასამართლო დავა მოიგო

28/05/2021 13:17:58 სამართალი

სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა სასამართლო დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ 27 მაისს მიიღო.

"სასამართლომ სოციალური მუშაკის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა - ბათილად ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხეს დაავალა სოციალური მუშაკის სამსახურში აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება", - წერს საია.

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არაა და მისი გასაჩივრება მოპასუხეს ზემდგომი ინსტანციაში შეუძლია.

2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, სოციალური მუშაკები სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს. საია სასამართლოში მათი ინტერესების დაცვას აგრძელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S