Accentnews.ge
ბაქო აზერბაიჯან – სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტის შესახებ იუწყება

ბაქო აზერბაიჯან – სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტის შესახებ იუწყება

28/05/2021 13:46:33 კავკასია

ოფიციალური ბაქოს აცხადებს, რომ სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა სომხეთის სამხედრო ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად. აღნიშნულს ერევანში უარყოფენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს 28 მაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ღამით ბაბეკის რეგიონში, ნახიჩევანის ექსკლავში, სომხეთსა და თურქეთთან საზღვარზე მისი ძალები "სომხეთის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოქცნენ", რა დროსაც ერთი სამხედრო მხარის არეში დაიჭრა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ცნობებს "ცალსახა სიცრუეს" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისიდან სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ვიტარება დაძაბულია და მხარეები ერთმანეთს ინციდენტებში ადანაშაულებენ. სომხეთი აზერბაიჯანის ჯარებს ადანაშაულებდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში რამდენიმე კილომეტრით შესვლაში სიუნიქისა და გეღარქუნიქის პროვინციებში. აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა უბრალოდ პოზიციები დაიკავეს საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეს, ტერიტორიებზე, რომლებიც ზამთრის პერიოდში მიუვალი იყო.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაატყვევეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S