გუმათში დაკავებული 8 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო
28/05/2021 14:15:59 სამართალი
გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. დაკავებული ყველა პირი კი გათავისუფლდა.
მათ გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
მომდევნო პროცესი 4 ივნისს გაიმართება.
შეგახსნებთ, რომ 8 პირი წუხელ გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.


