ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა სტრასბურგში იჩივლეს
28/05/2021 14:25:41 სამართალი
გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საჩივრით მიმართა. საქმე ეხება ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის და ეკა ქობესაშვილის დაცვის უფლების შეზღუდვას. კერძოდ, საუბარია ეპიზოდზე, როდესაც პროკურატურამ ადვოკატები მოწმის სტატუსით დაკითხა, რაც ლია მუხაშავრიას განმარტებით, კანონით დაუშვებელია.
"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთ ეტაპზე, ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი, სასამართლომ მოწმეებად დაკითხა. კანონი და საერთაშორისო პრაქტიკა კატეგორიულად კრძალავს ადვოკატის დაკითხვას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის საადვოკატო საქმიანობას ასრულებს,"- აღნიშნა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გასული წლის 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ იპოვეს.
გარდაცვლილის ოჯახმა პოლიცია უმოქმედობასა და არაკეთილსინდისიერ პრაქტიკაში დაადანაშაულა.
წლის ბოლოს გამოძიებამ საქმე დახურა, დაასკვნა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, თუმცა სხვა პირის დანაშაული ვერ გამოკვეთა. ოჯახი იმთავითვე გამორიცხავდა და გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას და გამოძიებას არაობიეტურობაში ადანაშაულებს.


