Accentnews.ge
ბელარუსმა რიგის მერისა და ლატვიის მთავარი დიპლომატის წინააღმდეგ საქმეები აღძრა

ბელარუსმა რიგის მერისა და ლატვიის მთავარი დიპლომატის წინააღმდეგ საქმეები აღძრა

28/05/2021 17:11:19 მსოფლიო

ბელარუსის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი შვედმა რიგის მერის მარტინშ სტაკისისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. მისმა უწყებამ დანაშაულებრივი ქმედებები განჭვრიტა იმაში, რომ ლატვიელმა ჩინოსნებმა მინსკში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმათან დაკავშირებული სკანდალის ფონზე რიგაში ბელარუსის ოფიციალური დროშა ჩამოხსნეს და ოპოზიციური თეთრ-წითელ-თეთრი ალმით ჩაანაცვლეს.

შვედის უწყებამ ეს ქმედება შეაფასა "სახელმწიფო სიმბოლოების დამცირებად, რომელიც ბელარუსების ეროვნულ ღირსებას შეურაცხყოფს».

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S