Accentnews.ge
აქტივისტებმა ტერიტორიაზე, სადაც გახარიას პოლიტიკური ღონისძიება მიმდინარეობს, პოლიცია გამოიძახეს

აქტივისტებმა ტერიტორიაზე, სადაც გახარიას პოლიტიკური ღონისძიება მიმდინარეობს, პოლიცია გამოიძახეს

29/05/2021 13:45:09 სამართალი

მიუხედავად ინციდენტებისა, თბილისში, ექსპოჯორჯიას ტერიტორიაზე, სადაც ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის პრეზიდენტაცია მიმდინარეობს, პოლიცია არაა მობილიზებული.

ადგილზე აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ცდილობდნენ შენობაში შესვლას, სადაც პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს, მოტივით, რომ გახარიასთვის „გავრილოვის ღამე“ და მისი პასუხისმგებლობა შეეხსენებინათ.

„მას არ შერჩება გავრილობის ღამე, ია კერზაიას მკვლელობა. ყველგან მივალთ!“,– აცხადებენ აქტივისტები.

მათ საგამოფენო სივრცეში შესვლის შესაძლებლობა კერძო დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. აღნიშნულის შემდეგ აქტივისტები პოლიციას დაუკავშირდნენ.

„კერძო დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქტივისტებს. იმედი გვაქვს, პოლიცია მალე მოვა და მტკიცებულებებს გადავცემთ“,– განმარტეს აქტივისტებმა.

გახარიას პარტიის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S