Accentnews.ge
სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დევნა დაიწყო

სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დევნა დაიწყო

31/05/2021 06:07:24 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების ვერსიით, „დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში და თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას“:

„სასამართლო განჩინების საფუძველზე, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 1 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S