“გრძელდება სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს“

31-05-2021 10:14:08 საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური.

„დღეისათვის, მაისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის თვის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის თვის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. რაც შეეხება აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ცნობისთვის, დარჩენილია მე-6 (ბოლო) თვის კომპენსაციის ჩარიცხვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ივნისში მიიღებენ“, – აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები