შს მინისტრი – ბადრი ესებუაზე: „ვიცით სადაც არის, ისვენებს"
31/05/2021 10:25:49 სამართალი
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ძალოვანმა უწყებამ იცის, სად არის საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა.
"ბადრი ესებუა სადაც არის ვიცით ჩვენ – ისვენებს" - უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტების ითხვას ბადრი ესებუასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.


