“იმედი” და “პოსტ ტვ” გახარიასთან შეხვედრაზე არ მივიდნენ

31-05-2021 18:18:45 პოლიტიკა ,საზოგადოება

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას შეხვედრაზე ტელევიზიების “თოქ შოუების” წამყვანებთან “იმედი” და “პოსტ ტვ” არ მივიდნენ.

"ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო "იმედის" და "პოს ტვ"-ის ადგილები არის თავისუფალი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ," - აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, "ყველაზე მაღალი რეიტინგიდან" გამომდინარე "იმედს" პირდაპირ ეთერში ინტერვიუც შესთავაზა.

პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები