აჭარაში, სამკერვალო ფაბრიკაში ათეულობით ადამიანი მოიწამლა

31-05-2021 20:26:46 საზოგადოება ,რეგიონები

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში ათეულობით ადამიანი სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის კლინიკებში 50 ადამიანია გადაყვანილი, თუმცა მოწამლულთა რაოდენობა ზუსტდება.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.

„სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.

შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N342- ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს „ფასტთრექტექსტილე“ , სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს „ანკარა ქეითერინგი“. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები