Accentnews.ge
კადეტებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავეს

კადეტებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავეს

31/05/2021 17:30:54 თავდაცვა, რეკლამა

კადეტებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავეს.

როგორ თავდაცის სამინისტრო იუწყება, 74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში ლაშა აბულაძემ და თორნიკე კოპალიანმა (პედაგოგი მურამან სურმავა) პირველი ადგილი დაიკავეს.

კონფერენციის დასკვნით ეტაპში წარმატებული მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ კადეტები: გიორგი ბრუნჯაძე და ელენე ტყაბლაძე.

მათ წარმატება ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა. მათ წარმატებები უსურვა და კონფერენციაში კადეტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კადეტები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. წელს ლიცეუმიდან სხვადასხვა სექციაში შვიდი საკონფერენციო ნაშრომი გაიგზავნა ( https://bit.ly/3icJnke).

2021 წელს სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ყოველწლიურად ატარებს მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურ გამოვლენა-განვითარებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S