
ქობულიას თქმით, მთავრობაში გადაწყვეტილებებს ემოციურად და გაუაზრებლად იღებენ
15/05/2019 11:13:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შეფასებით, საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად, ემოციურად და გაუაზრებლად, რაც პრობლემას წარმოადგენს.
ამასთან, როგორც მინისტრმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, საინვესტიციო პროგრამებიც არაეფექტურია.
გარდა ამისა, ქობულიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტი, რომელიც ინვესტორებისთვის კონკრეტული დოკუმენტების გაცემას გულისხმობდა, 20 დღეში გაიცემოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა.
„ახლა იცით რა ხდება? რეგლამენტი გაიცემა რვა, ათ და 12 თვეში, რაც პრობლემას წარმოადგენს“, – აღნიშნა ქობულიამ.
ქობულია პარლამენტში პრეზენტაციას მართავს, რომელიც მის ეკონომიკურ ხედვებს და მინისტრობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას ეხება. ღინისძიებას ოპოზიცია ესწრება. გამოსვლით მმართველი გუნდის მხოლოდ სამი დეპუტატი დაინტერესდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021