Accentnews.ge
დაკავებული "რიონის მცველის" ძმა: "მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოვიდა პირდაპირ ფეხებში სროლით"

დაკავებული "რიონის მცველის" ძმა: "მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოვიდა პირდაპირ ფეხებში სროლით"

01/06/2021 16:04:57 სამართალი, საზოგადოება

გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმა აცხადებს, რომ იმერეთში, სოფელ საყულიაში დაკავების დროს სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

ბესიკ მუკბანიანის თქმით, რომ მისი ძმის დაკავების პარალელურად, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ახლა ჰოსპიტალიზებულები არიან.

„ჩემი ძმის დაკავება მოხდა დღეს. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, პირდაპირ გინებით, პირდაპირ ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც. ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებდა „ნამახვანჰესს“, პოლიციისთვის მას ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა და დაუწყეს ჩუმი ძებნა; არც გააფრთხილეს ისე. პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. არ იყო მიმალვაში ირაკლი მუკბანიანი და არც იყო საჭირო სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა“, - განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა.

მუკბანიანი მედიას იმ ტყვიებსაც აჩვენებს, რომლებიც, მისი თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ სასაფლაოზე იპოვეს.

ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამართალდამცველებმა გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S