საქალაქო სასამართლოში უგულავას პროცესი ჩაინიშნა
02/06/2021 07:34:01 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი ჩაინიშნა.
"ის იყო უნდა მერწმუნა ქართული ოცნების ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა. ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად", - წერს უგულავა.
უგულავას პროცესი 11 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ შემთხვევას. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.


