Accentnews.ge
პოლიცია გორში გაუჩინარებულ 14 წლის გოგოს ეძებს

პოლიცია გორში გაუჩინარებულ 14 წლის გოგოს ეძებს

02/06/2021 13:21:50 სამართალი

გორში 14 წლის გოგონა გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, მას ოჯახი 31 მაისიდან ეძებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფელ ტინისხიდის თემში მერის წარმომადგენელი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გოგონა ბოლოს 31 მაისს ქალაქ გორში წმინდაწყლის დასახლებაში ნახეს.

"31 მაისს წმინდაწყლის ტერიტორიიდან დაიკარგა სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი თ. ლ. ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით პოლიციას ან მოგვწერეთ" - აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეში ჩართულია პოლიცია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S