Accentnews.ge
მამამ შვილს მიზეზით, რომ კაცს ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა

მამამ შვილს მიზეზით, რომ კაცს ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა

03/06/2021 06:45:59 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.

გამოძების მიხედვით, 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

„გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე, მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

კაცი 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S