 
                        ირანი: „ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მაგრამ აშშ შუა აღმოსავლეთში მორიგ ომს ვერ გაუძლებს“
15/05/2019 11:19:31 სხვა, მსოფლიო
ირანი დილპომატიიდან დაწყებული, კონფრონტაციით დამთავრებული,  ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, მაგრამ აშშ შუა აღმოსავლეთის რეგიონში მორიგ ომს ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა Reuters–სთან საუბრისას განაცხადა.
„რეგიონში ნებისმიერ კონფლიქტს წარმოუდგენლად ცუდი შედეგები მოჰყვება და ირანს ომი არ სურს“, – განუცხადა გამოცემას ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა რეგიონში ავაიმზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. დღეს კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		