Accentnews.ge
“სირცხვილია”: "გიგა მაქარაშვილს დაკავებისას ხელი მოტეხეს"

“სირცხვილია”: "გიგა მაქარაშვილს დაკავებისას ხელი მოტეხეს"

03/06/2021 17:03:17 სამართალი, საზოგადოება

მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, აქტივისტ გიგა მაქარაშვილს დაკავებისას პოლიციამ ხელი მოტეხა.

"გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს", - წერს "სირცხვილია" სოციალურ ქსელში.

პროკურატურასთან, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეები უწყებაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პროკურატურასთან პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S