Accentnews.ge
გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა გაათავისუფლეს

გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა გაათავისუფლეს

03/06/2021 17:40:56 სამართალი

პროკურატურასთან აქციაზე დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც მაქარაშვიოლმა განაცხადა, დაკავების დროს ხელი მოტყდა.

„დაკავების დროს მომტყდა ხელი. 40 წუთის განმავლობაში სასწრაფო არ გამოიძახეს. სასამართლოს იმედი არ მაქვს. ნავისებრი ძვალი მაქვს გატეხილი. ნიკა ფარულავასაც აქვს ხელი ნატკენი“,- განაცხადა მაქარაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები უწყებაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S