Accentnews.ge
ბიბილოვი - ქართულ დრონებზე: "ყარაბაღთან ანალოგიით საფრთხე არ არსებობს"

ბიბილოვი - ქართულ დრონებზე: "ყარაბაღთან ანალოგიით საფრთხე არ არსებობს"

04/06/2021 08:55:36 კონფლიქტები

"სამხრეთ ოსეთს ქართულ უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად ყველა საჭირო სისტემა გააჩნია" - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რუსული "ТАСС"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

«ნათელია, რომ ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა იზრდება. თუმცა სადღეისოდ ყველა შესაძლებლობა გვაქვს საიმისოდ, რომ მათ მიერ საზღვრის დარღვევის მცდელობების ლოკალიზება ან აღკვეთა მოვახდინოთ. მოვლენების ყარაბაღის კონფლიქტის ანალოგიით განვითარების რაიმე საფრთხე ჩვენთან არ არსებობს, ეს შეუძლებელია, რადგან უპილოტოებთან საბრძოლველად ეფექტური სისტემები გაგვაჩნია», – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ყარაბაღის მეორე ომის დროს უპილოტო საფრენმა აპარატებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. სამხედრო ექსპერტების აზრით, თურქულმა დრონებმა ბაქოს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S