
ნაღმზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დაიღუპნენ
04/06/2021 09:51:33 კავკასია
აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონში ნაღმზე აფეთქების შედეგად ჟურნალისტები დაიღუპნენ, - იუწყება სააგენტო АПА აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.
დაღუპულებს შორის არიან AzTV-ს ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და "აზერტაჯის" თანამშრომელი მაგერრამ იბრაგიმოვი. დაშვდნენ AzTV-ს რეჟისორი ემილ მამედოვი, ასევე ავტობუსის მძღოლი და ერთი ადილობრივი მცხოვრები.
ქელბაჯარის რაიონი გასული წლის 25 ნოემბრიდან, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა.
აზერბაიჯანმა ევროსასამართლოს მიმართა სახელმწიფო სარჩელით იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთმა უარი განაცხადა, მისთვის დანაღმული ტერიტორიების რუქები გადაეცა.