Accentnews.ge
„ფეისბუქი“ რიგი მომხმარებლებისთვის „ლაივის“ გამოყენებას ზღუდავს

„ფეისბუქი“ რიგი მომხმარებლებისთვის „ლაივის“ გამოყენებას ზღუდავს

15/05/2019 11:32:20 სხვა, მსოფლიო, ეს საინტერესოა

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებაზე შეზღუდვებს აწესებს. როგორც „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მარტში, ახალ ზელანდიაში განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება, რომელიც ბოროტმოქმედმა "ფეისბუკის" „ლაივით“ აჩვენა.

განცხადების თანახმად, „ლაივის“ ფუნქციის გამოყენება შეეზღუდება იმ მომხმარებლებს, რომლებსაც დღემდე ერთხელ მაინც აქვთ დარღვეული სოციალურ ქსელში ქცევის წესები. მათი პოსტები წაიშლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ფაქტი განმეორდება, „ფეისბუკი“ მათ „ლაივის“ ფუნქციას 30 დღით​ დაუბლოკავს.

ამასთან, „თუკი დღეიდან მომხმარებელი მაგალითად, კონტექსტის გარეშე გააზიარებს ლინკს, რომელიც შეიცავს ტერორისტული დაჯგუფების რაიმე განცხადებას, მომხმარებელს დაუყოვნებლივ დაებლოკება „ლაივ“ ფუნქცია“. 

გარდა ამისა, „ფეისბუქი“ დააფინანსებს სამ გამოკვლევას, რომელთა მიზანი იმ მედიასაშუალებების გამოვლენა იქნება, რომლებიც სოციალურ ქსელებს მანიპულაციებისთვის იყენებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S