შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

06-06-2021 20:16:46 რეგიონები ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

როგორც „აქცენტს“ უწყებიდან აცნობეს, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვას უზრუნველყოფს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხების აღდგენა, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა. პროექტის ღირებულებაა 3 287 777 მლნ ლარია. სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები